Thursday, May 16, 2013


პროექტი
1.      პროექტის სახელწოდება: საქაართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები.
2.      პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცნობდეს მის ტერიტორიაზე გაბნეულ სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებს, მათი შექმნის ისტორიას, მის ისტორიულ მნიშვნელობას.
3.      პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა გამოუმუშავებს მოსწავლეებს კვლევით უნარებს, ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვა უნარებს. ეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა, ფოტოაპარატი. მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს აძლევს საქართველოს ერთ კონკრეტულ კუთხეს, აძლევს მკაფიო მითითებებს, ანაწილებს ჯგუფში ფუნქციებს, უთითებს ინფორმაციის წყაროებს, შოულობს რესურსებს, უხსნის მოსწავლეებს, რატომ მისცა მათ ესა თუ ის ფუნქცია და რაში გამოადგებათ ამ პროექტში მონაწილეობა.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეები  მოიძიებენ მათი ჯგუფისათვის განკუთვნილი საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესახებ ინფორმაციას: სად მდებარეობს ეს კუთხე, მისი ისტორიული მნიშვნელობა, ამ კუთხის ღირსშესანიშნაობები ( ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, დაცული ტერიტორიები) მოსწავლეები შექმნიან ფორმატებს, გადაიღებენ ფოტოებს, მოამზადებენ ვიდეორგოლს, სლაიდშოუს.
5.      მონაწილეთა ასაკი:10  კლასი
6.      ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები: ჯგუფებს შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტი ფილმის, გამოფენის, ლექციის სახით. უნდა წარმოადგინონ არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ პროექტზე მუშაობის ყველა სტადია. რა იგრძნეს მათ შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელო, ისტ-ის საშუალებები.
9.      პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები ეძებენ, იკვლევენ, იღებენ ფოტოებს, აკეთებენ სლაიდშოუს, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს, აკეთებენ დასკვნებს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ახდენენ ნასწავლის ტრანსფერს, იყენებენ პროექტის მომზადებისას.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული სხვადასხვა საგნებთან: ისტორია, გეგრაფია, ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა.
11.  პროექტის ფასილიტატორი: მანანა  ნათენაძე- N 175 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
12.  ელ-ფოსტა: natenadze64@gmail.com
13.  ვებ-ბლოგი: natenadze64.blogspot.com